English / ქართული / русский /
მავლინა ყიფიანინაირა ვირსალაძე
შრომის საერთაშორისო დანაწილება – მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების საფუძველი

ანოტაცია. შრომის საერთაშორისო  დანაწილებამ განვითარების  მრავალი ეტაპი გაიარა და მთელი მსოფლიო მოიცვა, XX საუკუნის 90-იანი  წლებიდან კი იგი რადიკალურად შეიცვალა. ეკონომიკური ლიბერალიზმის ზრდამ არსებული პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა და ფართოდ შეუწყო ხელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, განვითარების რა დონეზე იმყოფებიან ისინი. ამასთან ერთად იგი ხელს უწყობს მთელი რიგი გლობალური პროცესებისა და პრობლემების გადაჭრას, მოგვარებას. იცვლება მსოფლიო მეურნეობის განვითარების სტრუქტურა, სრულიად ახლებურად ხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობები, ჩამოყალიბების პროცესშია მსოფლიო თანაცხოვრების ახალი წესრიგი.  ცხადია, ამ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბოლო წლების კოვიდ-19-ის  პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარე პროცესმა. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციების ფონზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას ეროვნული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ასპექტები.  საქართველოს უმთავრესი მიზანი და ამოცანა  მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციაა. საინტერესოდ მიგვაჩნია თუ როგორი მაჩვენებლებით ხასიათდება ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო სისტემასთან და როგორია მისი  ექსპორტის კვოტის  და გასწრების კოეფიციენტები.

საკვანძო სიტყვები: შრომის საერთაშორისო დანაწილება,  მსოფლიო ეკონომიკის რეიტინგი,  ექსპორტის კვოტისა  და გასწრების კოეფიციენტები, ეროვნული ეკონომიკის „გადატვირთვა“. 

თანამედროვე მსოფლიო მეურნეობა თავისი მასშტაბებით გლობალურია. იგი  შრომის  საერთაშორისო დანაწილების  ობიექტურ კანონზომიერებასა და  წარმოების ინტერნაციო­ნალიზაციის  პრინციპებს  ეფუძნება.

შრომის  დანაწილებამ დროთა განმავლობაში  საზოგადოებრივი ხასიათი მიიღო და, შესა­ბამისად,  საზოგადოების განვითარებასთან ერთად მრავალი ცვლილებები განიცადა.  იგი უკავშირდება სახელმწიფოს წარმოშობას და ისეთივე  ისტორიულია, როგორც საერთაშორისო ვაჭრობა, რომლის საფუძველსაც სწორედ შრომის დანაწილება წარმოადგენს.  თავისი სპეციფიკით და შინაარსით  შრომის  საზოგადოებრივი დანაწილება  იმ ეპოქის ნიშნების მატარებელია, რომელ ეპოქაშიც ის მიმდინარეობდა.   ერთი ქვეყანა ყიდულობდა მეორისაგან იმ საქონელს, რომელიც მას არ გააჩნდა  ან  არ ჰქონდა  საკმარისი რაოდენობით,  ან პირიქით, ყიდდა მას, რომლის წარმოებაშიც დახელოვნებული იყო და გააჩნდა ჭარბი რაოდენობით, ანდა საქონელს სულაც  გასაყიდად ამზადებდა.  ასე შემორჩა დღემდე  ვიკინგების საქონელ­წარმოების, საბერძნეთში – ზეთისხილის, ეგვიპტეში – ხორბლის, თუ ჩინეთში აბრეშუმის წარმოების ხელოვნების ისტორია.

შრომის საერთაშორისო დანაწილება წარმოიშვა უძველეს ეპოქაში, თავდაპირველად ის ევროპაში დაიწყო.  XVI–XVII საუკუნეებში მისი  გაღრმავება და გაფართოება დაკავშირებულია კაპიტალიზმის განვითარებასთან. კოლონიური სისტემის არსებობის პირობებში კოლონიური ქვეყნები  წარმოადგენდნენ მეტროპოლიისათვის ნედლეულის მიმწოდებლებს ან    მეტროპო­ლიის სასარგებლოდ ვალდებულნი იყვნენ  განევითარებინათ სოფლის მეურნეობის რაიმე ერთ-ერთი კულტურა. XIX–XX საუკუნეებში  შრომის საზოგადოებრივმა დანაწილებამ მოიცვა   მთელი მსოფლიო[1].  ამასთან,  მეორე მსოფლიო ომის  შედეგად, წარმოიშვა თვისებრივად სრულად ახალი  შრომის საერთაშორისო დანაწილება, რომელმაც   რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. როგორც ფრანგი ეკონომისტი  მიშელ პედრო აღნიშნავს,  დღეისათვის კითხვის ნიშანი აქვს  დასმული არა მარტო აშშ-ს,  არამედ ძველ, მრეწველურად განვითარებული ქვეყნების პირველობას. აღნიშნულ პროცესს დააჩქარებს ეკონომიკური ლიბერალიზმის ზრდა როგორც სამხრეთში, ისე აღმოსავლეთში[2]. მოტანილი ამონარიდი,  რომელიც  გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწერა, დღეს უკვე თამამად შეიძლება ჩაითვალოს  რეალურ პროგნოზად.

ზოგადად, შრომის საერთაშორისო დანაწილება წარმოადგენს  ქვეყნების სპეციალიზაციას საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე, რომელსაც მთელი რიგი ფაქტორები  განაპირობებს: 

-  ქვეყნის შიდა ბაზრის  მოცულობა:  განვითარებული საბაზრო ეკონომიკით გამორჩეულ დიდ ქვეყნებს გააჩნიათ თვითუზრუნველყოფის მაღალი დონე სამამულო წარმოების საქონლით და მომსახურებით. შესაბამისად, ბაზრის მაღალი მოთხოვნილება  განაპირობებს ასევე მოთხოვნილების  ზრდას   იმპორტზეც;

-  ქვეყნის  ეკონომიკური  და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების დონე: შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მონაწილეობის აუცილებლობა მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მაღალია  ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს შრომის საერთო დანაწილებაში მონაწილეობაზე უარის თქმას.

-  ქვეყნის უზრუნველყოფა ბუნებრივი რესურსებით:  ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფის მაღალი დონე  იწვევს შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიურ მონაწილეობას ქვეყნიდან ნედლეულის ექსპორტით, აღნიშნულის  ნათელი მაგალითია რუსეთიდან ნავთობის,  გაზის, ხეტყის და ა. შ. ექსპორტი. ბუნებრივი რესურსებით ნაკლებად უზრუნველყოფილი  ქვეყნები კი ინტენსიურად  (მაგ. იაპონია) აწარმოებენ ბუნებრივი რესურსების იმპორტს.

თანამედროვე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფუნქციონირებაში, შრომის საერთა­შორისო დანაწილება  ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს:

-   წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის საფუძველს, ხელს უწყობს მისი ეფექტიანობის განვითარებას;

-  ხელს უწყობს  ქვეყნების თანამშრომლობას, განვითარების დონის  მიუხედავად, წარმოადგენს    საქონლის, მომსახურების, ცოდნის, საწარმოო და სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური გამოცდილების  გაცვლის საფუძველს;

-  შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მონაწილეობა  იძლევა საშუალებას გადაწყდეს  კაცობრიობის წინაშე არსებული  გლობალური  ეკოლოგიური, სასურსათო, პოლიტიკური და ა. შ. პრობლემები;

-  შრომის საერთაშორისო დანაწილებას მივყავართ მსოფლიო ეკონომიკური  კავშირების  კომპლექსამდე;  მისი გავლენით ქვეყნების სპეციალიზაცია და ეკონომიკური კოოპერაცია  იძენს  მსოფლიო ხასიათს.

შრომის საერთაშორისო დანაწილება მსოფლიო მეურნეობის განვითარების საფუძველია.  ამ უკანასკნელის  ზემოქმედებით შრომითი ურთიერთობები  ქვეყნებს შორის  ფართოვდება და ღრმავდება [15 გვ. გ. ჯოლია]. თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის საგარეო ეკონომიკის სფერო რთული  სტრუქტურით ხასიათდება. ის მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, საერთაშორისო წარმოების სპეციალიზაციას და კოოპერაციას, სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას, წარმოების ერთობლივად აწყობას, მის შემდგომ ექსპლოატაციას საერთა­შორისო დონეზე, საერთაშორისო სამეურნეო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახის მომსახურებას და სხვა [Ричард Л.Дафт. Менеджмент. Перевод. Санкт-Петербург. Питер. 2002].  აქტიურდება და შესამჩნევად იზრდება წარმოების ფაქტორების გადაადგილებაც, რაც წარმოების ინტერნაციონალიზაციას კიდევ უფრო აჩქარებს და აძლიერებს.

გასაოცარი სისწრაფით მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები მსოფლიო მეურნეობაში. ხორციელდება თვისებრივად ახალი ეკონომიკური ურთიერთობები და რეალურად მკვიდრდება თანაცხოვრების სრულიად ახალი წესები. თანამედროვე  მსოფლიო მეურნეობა სულ უფრო აშკარად  იძენს ერთიანი სისტემის, მთლიანი ორგანიზმის ნიშან-თვისებებს და თავისი მასშტაბით გლობალურია  [გ. ჯოლია. გვ 15]. აღნიშნულს ადასტურებს  მსოფლიოში წარმოების  მოცულობის  ყოველწლიური ზრდა  (2006 წლის   50,1 ტრილიონი აშშ დოლარიდან  2013 წელს  73,4 ტრილიონ აშშ  დოლარამდე),  ანუ 1,46-ჯერ გადიდება.  თუმცა  2008-2009 წლების მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა მისი ზრდის ტემპი  მნიშვნელოვნად შეამცირა [Перспективы развития мировой экономики. МВФ, Апрель, 2014. Ggv. 190.].  ბოლო წლებში მსოფლიო წარმოების მოცულობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა  კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა. აღნიშნული შეეხო   ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მასშტაბებისა და დონის მქონე ქვეყნებს, ძლიერებსაც და სუსტებსაც. ცხადია, გავლენის ზემოქმედება  თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე თითოეულმა მათგანმა თავისებურად „მოირგო“ და უპასუხა კიდეც, მაგრამ პანდემიამ პრობლემებთან ერთად კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ იზოლირებულად, მსოფლიო ეკონომიკის ერთიანი სისტემიდან მოწყვეტილად და განცალკევებულად არსებობა რეალურად წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის  „მთლიანი ორგანიზმის“    უმთავრესი ნიშანი.

 საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 2022 წელს გლობალური  ეკონომიკა  101,6 ტრილიონს გაუტოლდა, მისი ნახევარი კი   ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, იაპონიის, გერმანიისა და ინდოეთის ეკნომიკაზე მოდის. მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ამერიკის   შეერთებული შტატების  ეკონომიკაა. მისი ნომინალური მშპ 25,035 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 1,6%-ით სჭარბობს.  მეორე  ადგილზეა ჩინეთი და ა.შ (იხ. ცხრილი #1).  მსოფლიო ეკონომიკის 35 %  საქონლის წარმოებაზე, ხოლო  65%  მომსახურების სექტორზე მოდის. 

                                                                                                                      ცხრილი #1

ყველაზე მაღალი რეიტინგის  მქონე 10 ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაში  (2022 წელი)

ადგილი

ქვეყნები

ნომინალურიმშპ

(ტრილიონი  შშდოლარი )

ნომინალურიმშპ  ერთმოსახლეზე

ზრდისტემპი

2021-2022 წწ.

1

ამერიკის შეერთებული შტატები

25,035

75,180

1.6%

2

ჩინეთი

18,321

12,970

3.2%

3

იაპონია

4,300

34,358

1.7%

4

გერმანია

4.031

48,398

1.5%

5

ინდოეთი

3,468

2,466

6.8%

6

გაერთიანებული სამეფო

3,198

47,318

3.6%

7

საფრანგეთი

2.778

42.330

2.5%

8

კანადა

2,200

56,794

3.3%

9

რუსეთი

2,133

14.665

-3.4%

10

იტალია

1.997

33,740

3.2%

 

 მსოფლიო ეკონომიკა

101.6

-

-

წყარო:საერთაშორისოსავალუტოფონდისმონაცემები,

https://bm.ge/ka/article/msoflios-umsxvilesi-ekonomikebi---romel-adgilzea-saqartvelo/124745

მსოფლიოს მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ფონზე ალბათ, საკმაოდ ბევრ პრობლემას და გამოწვევას „აღმოვაჩენთ“ საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლების  სტატისტიკური მახასიათებლების  განხილვით, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი  ქვეყნის უმთავრესი ამოცანა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესია, კიდევ ერთხელ გვინდა გადავხედოთ, თუ როგორია  საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო  სისტემასთან და როგორი მაჩვენებლებით ხასიათდება ქვეყნის განვითარების დონე შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.  საქართველოს  გლობალურ ეკონომიკაში  $ 25.2 მილიარდიანი მშპ-ის მაჩვენებლით 112-ე პოზიცია უჭირავს. საქართველოს  მეზობელი სახელმწიფოებიდან  ოცეულში $ 853.5 მილიარდით   მოხვდა თურქეთი, $ 70.0 მილიარდით აზერბაიჯანი მე-80 პოზიციაზეა,  ხოლო $17.7 მილიარდიანი მშპ-ის მაჩვენებლით სომხეთი  125-ე ადგილს იკავებს.

შრომის საერთაშორისო დანაწილებაში საქართველოს ჩართულობა  ასეთი მაჩვენებლებით ხასიათდება (იხ.ცხრილი#2).

ცხრილი #2

 შრომის საერთაშორისო დანაწილების მახასიათებელი მაჩვენებლების გასაანგარიშებლად საჭირო მონაცემები (მლნ. დოლარი)

#

მაჩვენებლები

2018

2019

2020

2021

2022

1

მთლიანი შედა პროდუქტი (მლნ.დოლ)

17 600

17 500

15 800

18 600

24 600

2

ექსპორტი (მლნ.დოლარი)

3 379.7

3 798.4

3 344.5

4 242.7

5 992.8

3

იმპორტი

9 361.4

9 519.9

8 053.8

10 099.8

13 591.1

4

საგარეო სავაჭრო სალდო

-5 981.7

-5 721.1

-4 709,4

-5 857,1

-7 998.3

5

საგარეო სავაჭრო ბრუნვა

12 741.1

13 317.9

11 398.3

14 342.4

19 183.9

6

საგარეო ვაჭრობაზე დამოკიდებულების  კოეფიციენტი[3]

36.2%

38.1%

36.1%

38.6 %

39.8%

7

ექსპორტის კვოტა (%)

19.2

21.7

21.2

22.8

24.4

8

იმპორტის  კვოტა (%)

53.2

54.4

50.9

54.3

55.2

წყარო: ცხრილი შედგენილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. https://www.geostat.ge/ka/modules/ categories/ 35/sagareo-vachroba 

ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 11 398.3  მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც  2019  წლის მაჩვენებელზე 14.4 პროცენტით ნაკლებია, 1 466.1  მლნ აშშ დოლარით (15.5%) შემცირდა იმპორტის მოცულობა, ხოლო ექსპორტის – 453.9 მლნ აშშ დოლარით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  2020 წელს 4 709,4  მლნ. აშშ დოლარი (საგარეო სავაჭრო ბრუნვის  41.3 პროცენტი) შეადგინა. იმავე პერიოდში  ექსპორტის კვოტა (შრომის საერთაშორისო დანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  მაჩვენებელი, რომელიც  გვიჩვენებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხვედრით წილს ქვეყნის მშპ-ში)  0.5 % პუნქტით შემცირდა და 21.2 პროცენტი შეადგინა,   ხოლო 2022 წლისათვის – 24.4 პროცენტი. მომსახურების ექსპორტში საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტურიზმი. 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმით 3.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2020 წელს – 542 მლნ დოლარის. მაჩვენებლის  ასეთი მკვეთრი ვარდნა გამოიწვია კოვიდ-19-ის პანდემიამ.

მსოფლიო ბანკის  მონაცემებით 2021 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტად ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვდა ლუქსენბურგი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, მალტა, ირლანდია, ვიეტნამი, საამიროები, სლოვაკეთი, სლოვენია, ნიდერლანდები.  ლუქსენბურგი (როგორც ფარ­თო­ბის, ისე  მოსახლეობით  საქართველოზე ნაკლებია)  ექსპორ­ტის კვოტის მიხედვით (209 %) მსოფლიოში პირველ ადგილზეა (ექსპორტი შეადგენს 150 მილიარდ დოლარს). ქვეყანა ძირითადად  ორიენტირებულია  საფინანსო მომსახურების ექსპორტზე. მეორე ადგილზეა ჰონგ-კონგი, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. მსოფლიო ექსპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული 7.7%-ით, შემდეგ მოდის  ნეპალი და ეთიოპია. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია  აშშ-შიც  – 11,7 %, თუმცა ექსპორტის ნომინალური ღირებუ­ლებით ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა და წლიურად 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს [https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-eqsportze-damokidebulebith-msophlioshi-38-e-adgilzea/ ].

ქვეყნების მიხედვით  ექსპორტის კვოტის  კოეფიციენტი მერყეობს 10,0%-იდან (აფრიკის ყველაზე დაბალგანვითარებულ  ქვეყნებში) 125–180%-მდე (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში)[4]. ამ  კოეფიციენტის  მიხედვით საქართველო  დაბალგანვითარებული  ქვეყნების სიაშია,  მნიშვნელოვნად დაბალია  საქონელისა და მომსახურების ექსპორტის  წილი ქვეყნის ეკონომიკაში. მსოფლიო  გამოცდილება გვიჩვენებს, რომ  ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება   ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონული კრიზისების  დროს, ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნები  უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.

ცხრილი#3

 საქონლისა და მომსახურების ექსპორტის კვოტა ცალკეული ქვეყნების

 მიხედვით (2021 წ.)

#

ქვეყანა

მშპ-ისმიმართ,%

#

ქვეყანა

მშპ-ისმიმართ, %

1

ლუქსენბურგი

209

11

აზერბაიჯანი

49

2

ჰონგ-კონგი

177

12

სომხეთი

41

3

სინგაპური

174

13

თურქეთი

33

4

მალტა

144

14

რუსეთი

28.3

5

ირლანდია

127

38

საქართველო

24.4

6

ვიეტნამი

107

16

ეთიოპია

17.9

7

საამიროები

92

17

აშშ

11,7

8

სლოვაკეთი

92

18

ნეპალი

8.8

9

სლოვენია

84

19

სუდანი

7.7

10

ნიდერლანდები

83

-

-

-

წყარო: https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-eqsportze-damokidebulebith-msophlioshi-38-e-adgilzea/

 

შრომის საერთაშორისო  დანაწილების  დონის ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია  იმპორტის კვოტა, ანუ იმპორტის  ხვედრითი წილსი ქვეყნის მშპ-ში (იხ. ცხრილი #2). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით  2018–2022 წლებში  იმპორტის ხვედრითი წილი ქვეყნის მშპ-ში   53.2 პროცენტიდან  55,3 პროცენტამდე არის  გაზრდილი. საქონლისა და მომსახურების იმპორტზე  დამოკიდებულების რეიტინგში  საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა. 2022 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების   ღირებულებამ 13 591,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან საქონლის იმპორტზე მოდის 83,3%, ხოლო მომსახურების იმპორტზე – 16.7%.  მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის – დაახლოებით 1.1  მილიარდ დოლარს.  საქონლის იმპორტში ყველაზე დიდი წილი, ანუ 12%  მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს, 10% მოდის ნავთობპროდუქტებზე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებიდან გამომდინარე 2021 წელს ყველაზე მეტად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების ტოპ-ათეულში შედიან: ლუქსენბურგი, სინგაპური, მალტა, ნაურუ, კარიბატი, ირლანდია, სლოვაკეთი, ვიეტნამი, ლესოტო, ბელგია (იხ. ცხრილი #4).

2021 წელს  მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული იყო  სუდანი (2%-ით), ნიგერია (12%-ით)  და აშშ (15%-ით). იმპორტის ნომინალური ღირებულებით  (3.2 ტრილიონი დოლარი) აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 23 ტრილიონი დოლარია, იმპორტის წილი ეკონომიკის მიმართ დაბალი გამოდის. რაც  შეეხება  საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთის იმპორტის კვოტა შეადგენს 44%-ს, თურქეთის – 35,5%-ს, აზერბაიჯანის – 30%-ს, რუსეთის  –  21,3%-ს.

 

 

 

 

ცხრილი #4

 საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული 

ქვეყნები  ( 2021 წ.)

#

ქვეყანა

მშპ-ისმიმართ,%

#

ქვეყანა

მშპ-ისმიმართ %

1

ლუქსენბურგი

177

6

ირლანდია

95

2

სინგაპური

153

7

სლოვაკეთი

94

3

მალტა

137

8

ვიეტნამი

93

4

ნაურუ

106

9

ლესოტო

89

5

კარიბატი

96

10

ბელგია

86

წყარო:https://forbes.ge/blogs/importze-damokidebulebith-saqarthvelo-msophlioshi-44-e-adgilzea

 

 მნიშვნელოვანი მაჩვენებელია შრომის საერთაშორისო დანაწილების ტემპების  ანუ გასწრების კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ  სწრაფად იზრდება ექსპორტი მშპ-სთან შედარებით. ზემოთ წარმოდგენილ #2 ცხრილზე  (შრომის საერთაშორისო დანაწილების მახასიათებელი მაჩვენებლები) დაყრდნობით გავიანგარიშეთ შესაბამისი კოეფიციენტები:

 

წლები            2018-2019        2019-2020      2020-2021        2021-2022        2018-2022

                          1.12                      0.88                     1.26                   1.41                   1.77

                           0.99                      0.90                     1.17                   1.33                   1.39

                          1.13                      0.98                     1.08                   1.07                   1.27

 

როგორც ვხედავთ, 2018-2022 წლების საანალიზო პერიოდში აშკარად ჩანს საქართველოს შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში მონაწილეობის დაბალი დონე, თუმცა შეინიშნება მასში ინტეგრაციის ზრდის ტენდენცია, რამეთუ განხილულ პერიოდში ექსპორტის ზრდის ტემპი მშპ-ის ზრდის ტემპს 1.27-ჯერ  უსწრებს.

ამრიგად, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ფუნქციონირებაში შრომის საერთა­შორისო დანაწილება ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს.  იგი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის საფუძველს და ხელს უწყობს მის ეფექტიანობას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის  განვითარებას, წარმოადგენს საქონლის, მომსახურების, ცოდნის, საწარმოო და სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური გამოცდილების გაცვლის საფუძველს. შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მონაწილეობა საშუალებას იძლევა გადაწყდეს კაცობრიობის წინაშე არსებული  გლობალური ეკოლოგიური, სასურსათო, პოლიტიკური და ა. შ. პრობლემები.

  შრომის საზოგადოებრივ დანაწილებაში მონაწილეობით ყველა სახელმწიფო იღებს ეკონომიკურ სარგებელს. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის  ექსპორტიც და იმპორტიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ექსპორტზე ორიენტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია და  ამ ორ კომპონენტს  შორის სასურველია გარკვეული  წონასწორობის  დაცვა. აქცენტი უფრო მეტად უნდა გაკეთდეს  ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე, ვიდრე იმპორტზე. ვინაიდან იმპორტზე ზედმეტად დამოკიდებული ქვეყანა ყოველთვის აძლევს სხვა ქვეყნებს დამატებით ბერკეტებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ზეწოლისთვის.  მეორეც,  განვითარებადი  ქვეყანის  სტატუსის  მქონე  ქვეყნისათვის   იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება განსაკუთრებით  საფრთხის შემცველია იმ შემთხვევაში, როდესაც  იმპორტირებული საქონლისა  და მომსახურების შეძენა საგარეო ვალების აღებით  ფინანსდება. 

 საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და უმსხვილეს ბაზრებზე  მოსახვედრად უპირველესად  საჭიროა საექსპორტო პროდუქციისა და მომსახურების  ხარისხის გაზრდა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანა. საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურაში აქცენტი უნდა გაკეთდეს  (მათი ხვედრითი წილის მიხედვით) დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტებზე, რომლებსაც ამავდროულად ეროვნული ხასიათიც აქვთ (მაგალითად, მინერალური წყლები, ქართული  ღვინო და ა. შ.),  რადგან მათ ყველაზე მეტად შეუძლიათ მისცენ ბიძგი  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და  იმიჯის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით.

ქვეყნის ეკონომიკური და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, როგორც ეს  აღინიშნა  2022 წლის  6 დეკემბრის მსოფლიო ბანკის  მემორანდუმში სახელწო­დებით „მომავლის კონკურენტიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსათვის“,  ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი კავშირებისა და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენებით.

დაბოლოს, ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებისათვის საჭიროა  ეკონომიკის ჯანსაღი მართვა, ხელსაყრელი  სამეწარმეო გარემოს შექმნა და  სტრუქტურული გარდაქმნები მთელ რიგ დარგებსა და სექტორებში.

რუსეთ-უკრაინის ომმა სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო და მით უფრო საქართველო, რადგან საომარი მოქმედებები ახლო რეგიონში ხდება. სერიოზული ცვლილე­ბები და  სიახლეები მიმდინარეობს დღეს მსოფლიო ეკონომიკის, შრომის საერთაშორისო განაწილებისა და გადანაწილების თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა სრულიად ახალი „ასპარეზი“ შეუქმნა მთელ მსოფლიოს.

 ყოველივე ამ სიახლეებისა და გამოწვევების ფონზე    საქართველოს ეკონომიკის „გადატვირ­თვა“   და სრულიად ახალ მასშტაბებზე გადასვლა უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის სექტო­რებში, განათლებასა და მეცნიერებაში,  ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, ადგილობრივი სამრეწველო სანედლეულო ბაზების  მაქსიმალურად დატვირთვასა და  გამოყენებაში. მნიშვნელოვნად ახალი შესაძლებლობა მიეცა ქვეყანას  საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებსა და  მაგისტრალებში   გონივრულად და აქტიურად ჩართვისათვის. 

შესაბამისად,  სწორი სახელმწიფოებრივი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად საქართველოს  შრომის საერთაშორისო დანაწილების ტემპების  ანუ გასწრების კოეფი­ციენტი (ექსპორტის ზრდა მშპ-ის ზრდასთან შედარებით...)  რამდენიმე წელიწადში მნიშნელოვნად გაუმჯობესდება.

 

დასკვნა

შრომის საერთაშორისო დანაწილებამ საზოგადოების განვითარების  სხვადასხვა ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა  ფორმებსა და სახეებს:  საერთაშორისო ვაჭრობას, საერთაშორისო წარმოების სპეციალიზაციას და კოოპერაციას, სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას, საერთაშორისო სამეურნეო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახის მომსახურებას და სხვა. აღნიშნული ურთიერთობები ქვეყნებს შორის არა მარტო დამაკავშირებელ საშუალებად იქცა,  უფრო მეტიც,  ხელი შეუწყო მსოფლიო ეკონომიკის, როგორც ერთიანი და მთლიანი სისტემის, ერთიანი ორგანიზმის, მსოფლიო მეურნეობის  ჩამოყალიბებას. მრავალ დადებით ფაქტორთან ერთად, პერიოდულად ის გარკვეულ  გამოწვევებს სთავაზობს ამ ერთიან სისტემაში მონაწილე ქვეყნებს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფინანსური,  ეკონომიკური, ტექნოლოგიუერი, სოციალური, ეკოლოგიური თუ სხვა ფორმით გამოხატული ცვლილებები ვირუსივით ვრცელდება ყველა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, როგორია მისი წილი მსოფლიო ეკონომიკის ერთიან სისტემაში. სხვაობა ისაა, რომ ამ ცვლილებებს და გამოწვევებს სხვადასხვაგვარი  გავლენა აქვს  თითოეული ქვეყნის შესაბამის სფეროზე იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი და სტაბილურია ქვეყნის ეკონომიკა, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ბერკეტები, საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი და გავლენები.

დროთა განმავლობაში რამდენადაც უფრო მეტად ინტენსიური და  აქტიური გახდა მსოფლიოს სხავადასხვა  რეგიონებში შემავალი ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, იმდენად უფრო გაიზარდა მათ შორის დამოკიდებულების ხარისხიც. კრიზისების გამოძახილი ცალსახად ახდენს გავლენას გეოგრაფიულად მეზობელ, ახლო თუ შორს მდებარე რეგიონების ეკონომიკაზე. ამ დამოკიდებულებამ გარკვეულწილად ფრთხილი და ანგარიშგასაწევი გახადა ურთიერთდამოკიდებულება და პასუხისმგებლობა. ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებმა  (კოვიდ-19, რუსეთ-უკრაინის ომი) ეს თვალნათლივ დაგვანახა.

ისეთი მცირე მოცულობის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავისი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის და ფუნქციების გამო  მსოფლიო ეკონომიკის ერთიან სისტემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულების „მოლოდინშია“. ერთობ მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ვექტორები,  თუ რამდენად გასცემს პასუხს ამჟამად არსებულ გამოწვევებს.  უპირველესად ეს დამოკიდებულია სწორ სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკაზე და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის გონივრული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე.

 

გამოყენებულილიტერატურა

  1. ჯოლოა გ., საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, სახელმძღვანელო, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი, 2015.
  2. ხმალაძე მ., სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში, სახელმძღვანელო, თსუ.,  2011.
  3. Экономическая статистика, под ред. Проф. Ю. Н. Иванова М. 2012 с. 542.
  4. Мишелъ Пебро, Международные экономические валютные и финансовые отнощения. М.,  1994,   თარგმანი ფრანგულიდან.
  5. https://bm.ge/ka/article/msoflios-umsxvilesi-ekonomikebi---romel-adgilzea-saqartvelo/124745
  6. https://imedinews.ge/ge/ekonomika/273320/msoplio-banki-saqartvelostvis-ekonomikur-memorandums-aqveknebs
  7. https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-eqsportze-damokidebulebith-msophlioshi-38-e-adgilzea/
  8. https://forbes.ge/blogs/importze-damokidebulebith-saqarthvelo-msophlioshi-44-e-adgilzea/
  9. www. Statistiks.ge
  10. 10.  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba


[1] მართალია შრომის საზოგადოებრივი დანაწილება წარმოიშვა  უძველეს ეპოქაში, მაგრამ ზოგიერთი შეფასებით თვით მეცხრამეტე საუკუნის  დასაწყისში, საერთაშორისო გაცვლაში მონაწილეობდა მსოფლიო მშპ-ის დაახლოებით 1 პროცენტი, მეოცე საუკუნის დასასრულს  აღნიშნულმა მაჩვენებელმა მიაღწია მსოფლიო მშპ-ის 25 პროცენტს.

[2] Мишелъ Пеброю, Международные экономические валютные и финансовые отнощения. М.,  1994,  с . 55. თარგმანი ფრანგულიდან.

[3] Мишелъ Пебро, Международные экономические валютные и финансовые отнощения. М.,  1994,  с . 37. თარგმანი ფრანგულიდან.

[4] Экономическая статистика, под ред. Проф. Ю. Н. Иванова М. 2012 с. 542.